სირიაში 490 ტერორისტი განადგურებულია - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

13 ოქტომბერი 2019, 18:30 1664 ნახვა

სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად, 130 ათასი ადამიანი იძულებული გახდა ქალაქების - თელ-აბიადისა და რას-ელ-აინის გარეუბნები დაეტოვებინათ. ამ დროისთვის, დევნილთა ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია. ამის შესახებ საუბარია გაეროს ოფისის ანგარიშში, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს უწევს კოორდინაციას. გარდა ამისა, რეგიონში შექმნილია კრიტიკული ვითარება წყალმომარაგებასთან დაკავშირებით.

ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, 400 ათასზე მეტ ადამიანს წყლის მიწოდებაზე პრობლემა შეექმნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა მოხდა სამედიცინო ბანაკზე, რომელიც ქალაქ რას-ელ-აინთან მდებარეობს საბრძოლო მოქმედებების გამო დაზარალებულთათვის. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სირიის მხრიდან თურქეთის ტერიტორიების დაცხრილვის გამო, 18 ადამიანი დაიღუპა, 147 - დაშავდა.

მისივე ინფორმაციით, თურქეთის არმიამ სირიაში 490 ტერორისტის განადგურება შეძლო. სირიელი ქურთები აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტი აღარ არის იმ ციხეების დაცვა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებული წევრები იმყოფებიან. სიმშვიდეა დედაქალაქ ანკარაში, თურქეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, საჭიროების შემთვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა, საელჩოს უნდა მიმართონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში