ევროკავშირის ელჩი: მომავალში გურიის განვითარებაში უფრო ჩავერთვებით

13 ოქტომბერი 2019, 18:15 1580 ნახვა

გურიაში, ევროკავშირის ელჩის 2 დღიანი ვიზიტი დასრულდა. კარლ ჰარცელმა, ის ობიექტები მოინახულა, რომელთაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეძლეს მცირე და საშუალო ბიზენსის განვითარება. შეხვდა რეგიონში მოღვაწე, მესამე სექტორის წარმომადგენლებს.

კარლ ჰარცელის თქმით გურია ერთ-ერთია იმ საპილოტე რეგიონებიდან, სადაც ევროკავშირი დაახლოებით 60 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს განახორციელებს. ვიზიტის ბოლოს კარლ ჰარცელმა ოზურგეთში, ევროპის დღეები  გახსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში