რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში? - სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საქმეზე 

14 ოქტომბერი 2019, 13:17 1784 ნახვა

არა, რატომ უნდა ვიყო? – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, ხომ არ ყოფილა პრეზიდენტი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შეწყალების საქმესთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილმა დამატებითი განმარტებები არ გააკეთა და კითხვები უპასუხოდ დატოვა.

შეწყალების საქმეზე  გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის მოხვდა, ბათუმში პოლიციელის მკვლელობისთვის 12 წლიანი პატიმრობამისჯილი რამაზ დევაძე. ასევე ზურაბ ნადირაძე , რომელსაც მკვლელობისთვის 23 წელი ეძებდნენ და მხოლოდ 2017 წელს დააპატიმრეს. შეწყალებულებს შორის მოხვდა ერთი ძებნილი, რომელიც იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, დაკავებული არ ყოფილა. 

18 სექტემბერს კი, პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში