რა ვერ ან არ გააკეთა აჭარის მთავრობამ - ''ნაციონალური მოძრაობის'' გამოფენა

15 ოქტომბერი 2019, 11:42 3162 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან იმ პროექტების მაკეტები გამოფინეს, რომელიც მათი მტკიცებით, რეგიონში უხარისხოდ ან საერთოდ ვერ განხორციელდა. საუბარია 2012 წლიდან 2019 წლამდე განხორციელებულ სამუშაოებზე.

რეზო ხარაზი ამბობს, რომ საერთო ჯამში 250 მილიონი ლარი წყალში გადაიყარა. მისივე თქმით, კორუფციული პროექტები ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხორციელდება. 

  • ''ბათუმის 27 ბაღი - 2012-2019 წლები, აქ მოიპარეს 1 799 990 ლარი;
  • ხიჭაური-ნაღვარევის გზა - 2014 წელის - აქ მოიპარეს 1 902 000 ლარი;
  • ხულო-გიდერძის გზა - აქ დაიკარგა 110 000 000 ლარი;
  • მძიმე ტექნიკის დაქირავება - 2016-2017 წლები აქ მოიპარეს 373 328 ლარი - წერია ბანერებზე, რომელიც ოპოზიციური პარტიის წევრებმა მთავრობას მიუტანეს. 

ისინი ხელისუფლებას განმარტებებს სთხოვენ. რეზო ხარაზი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მილიონით ლარი დაიხარჯა, მოსახლეობა კი ვერც გზით და ვერც ბაღით ვერ სარგებლობს. საუბარია 30-მდე პროექტზე. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში