დატოვებს თუ არა საპატიმროს გიორგი ერმაკოვი? - დღეს სასამართლო სხდომაა

15 ოქტომბერი 2019, 12:23 1988 ნახვა

დატოვებენ თუ არა, 5 თვის შემდეგ საპატიმროს ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები - არჩილ ვანაძე და გოგა ლომაძე, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გაირკვევა. მოსამართლე დავით მამისეიშვილი ამ საკითხზე დღეს იმსჯელებს.

წინა სხდომაზე ადვოკატმა მერიასთან შეთანხმების დოკუმენტი წარუდგინა, რომლის თანახმადაც, თუ მათი ბრალეულობა დამტკიცდება, სამივე ბრალდებული ზარალს აანაზღაურებს. საუბარია 400 ათასი ლარის ქონებაზე, რომელსაც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში ყადაღა დაედება, ასევე დაცვის მხარემ დავით მამისეიშვილს ​ ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში 100-100 ათასი ლარით გირაოს უზრუნველყოფაც შესთავაზა.

''მერიის მაღალჩინოსნების'' საქმეზე ახალი გარემოებებისა და დოკუმენტაციის გასაცნობად მოსამართლემ დრო ითხოვა. 

ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 7 მაღალჩინოსანი, სამართალდამცველებმა 30 მაისს, სპეცოპერაციით დააკავეს. მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან.  ბრალდებულებს შორის არის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში