ჯავახიშვილის ქუჩაზე კოლექტორის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება

15 ოქტომბერი 2019, 15:00 2061 ნახვა

ბათუმში უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის პრობლემას ნაწილობრივ  ის სანიღვრე კოლექტორი მოაგვარებს რომლის მშენებლობაც  ჯავახიშვილის ქუჩაზე  აქტიურად მიმდინარეობს.

სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე  სატუმბ სადგურს სწორედ ამ კოლექტორის გავლით  დაუკავშირდება. სამშენებლო სამუშაოები ნოემბერში უნდა დასრულდეს. მომავალი თვისთვის იგეგმება  პარალელურად მიმდნარე გრიბოედოვისა და ტბელ აბუსერისძის ქუჩების მონაკვეთზე  ცენტრალური წყალარინების კოლექტორის რებილიტაციის დასრულებაც. 

სამშენებლო სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ  ქალაქის  მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ლაშა კომახიძის თქმით, წყლისა და კანალიზაციის სიტემის მოწესრიგება ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზეც იგეგმება. პროექტი როგორც ამბობს 5 წლიანი იქნება და მისი განხორციელება 2020 წლიდან დაიწყება.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში