ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის გეგმა გადასახედია - ლაშა კომახიძე დაპირებიდან ორი წლის შემდეგ

15 ოქტომბერი 2019, 20:10 1670 ნახვა

მომზადდა და საკრებულოს მიერ მოწონებულ იქნა ისტორიული დაცვის ზონების დოკუმენტი - დაახლოებით ასე ჩაწერა ბათუმის მერმა ერთი წლის წინ საზოგადოებისთვის წარდგენილ ანგარიშში.

ანგარიშის დრო ისევ მოდის, ასე რომ საინტერესოა რას ჩაწერს მერობის მეორე წლის თავზე კომახიძე მიღწეულ შედეგებში - იგივეს, თუ დოკუმენტის თვითნებური კორექციის  გამო გაჭიანურებული პროცესის ახსნა-განმარტებას? იგი  ფიქრობს, რომ მერიის მიერ შეცვლილი დოკუმენტი რომ დამტკიცებულიყო, ამას ამდენი დრო არ დასჭირდებოდა.

საზოგადოება კი გაურკვეველი ვადით დროში გაფანტული პროცესის მიზეზად პოლიტიკური ნების არარსებობას ასახელებს.

სანამ მერია „გეოგრაფიკთან“ შეხვედრებს დაამთავრებს, ხელახლა ტენდერს გამოაცხადებს და ბოლოს და ბოლოს მოსაწონ დოკუმენტს გააგზავნის სააგენტოში, მანამდე ქალაქი იერსახეს იცვლის. არადა კომახიძის მტკიცებით, მერია ხელჩართულ ბრძოლაშია მშენებლებთან, ბევრი რამ კი წინა წლებში უკვე დასმული ბეჭდების ბრალია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში