ნიკოლ ფაშინიანი: „საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“

15 ოქტომბერი 2019, 20:02 1531 ნახვა

„სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლო ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან გახარიას თქმით რეგიონში სტაბილურობა არის ძირითადი მიზანი.  

საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრულ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს მეგობრობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და ეფექტური გახდეს - ამბობს გახარია. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ნიკოლო ფაშინიანმაც. განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს სომხეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

სომხეთის მთავრობის მეთაური იმედოვნებს, საქართველოში შეამჩნიეს, რომ მისი გაპრემიერების შემდეგ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული სითბოთი, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გულწრფელი ნდობით აღსავსე დიალოგით ვითარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში