„წელიწადის ოთხი დრო-მეგობრობის პალიტრა“ - გამოფენა 

16 ოქტომბერი 2019, 12:00 3181 ნახვა

ბათუმში სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამოფენა  გაიხსნა.   ხელოვნების მუზეუმში  4 უკრაინელი და 6 ბათუმელი მხატვრის ნამუშევრებია წარმოდგენილი. ექსპრესიული, ავანგარდული და სურეალისტური ჟანრის ნახატები სხვადასხვა ტექნიკითაა შესრულებული.

გამოფენა პროექტის  „წელიწადის ოთხი დრო-მეგობრობის პალიტრის“ ფარგლებში მოეწყო. მას წინ 10-დღიანი პლენერი უსწრებდა, მხატვრებმა  ბათუმში მიღებული შთაბეჭდილებები ტილოზე გადაიტანეს. გამოფენა 17 ოქტომბერს დასრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში