ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის ძველი ვერსია რომ დამტკიცებულიყო, ბევრი კითხვითი ნიშანი აღარ იარსებებდა - ლაშა კომახიძე

16 ოქტომბერი 2019, 17:19 2122 ნახვა

ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დოკუმენტის ძველი ვერსია რომ დამტკიცებულიყო, დღეს ძალიან ბევრი კითხვითი ნიშანი აღარ იარსებებდა - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის მერმა. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ქალაქის ისტორიული ზონის განახლებულ დოკუმენტზე მუშაობენ, პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა.

''ისტორიული განაშენიანების ზონის დამტკიცებაზე უკვე იმდენი ვისაუბრეთ, რომ უკვე აღარ მგონია დამატებითი კომენტარი საჭირო იყოს, თუმცა ერთს გეტყვით. ჩვენ ამ ბოლო დროს ''გეოგრაფიკთანაც'' გქონდა გარკვეული კონსულტაციები და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად საჭიროებს განახლებას. პროცესი დაკავშირებულია დროსთან და თანხებთან. მერიას ისტორიული განაშენიანების ზონის დამტკიცების თავისი ვარიანტი ჰქონდა, მე ვფიქრობ, მაშინ რომ მომხდარიყო იმ სახით და ამ ფარგლებში მისი დამტკიცება, დღეს ძალინ ბევრი კითხვის ნიშანი მოიხსნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ამიტომ დღეს უკვე დოკუმენტის განახლების საკითხზე ვმუშაობთ,'' - ამბობს ბათუმის მერი. 

რატომ გახდა სპეციალისტებისთვის მიუღებელი ისტორიული დაცვის ზონის იმ ფორმით დამტკიცება, რომელიც მერმა საკრებულოს შეუთანხმა 

დოკუმენტი​  საკამათო და საეჭვო მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოება ''ბათომმა''  აღმოჩინა რომ თავდაპირველ ვერსიაში ისტორიულ ზონაში ''რივიერა'' და სანაპირო ზოლი შედიოდა, თუმცა განახლებულ დოკუმენტში ბათუმის მერს და არქიტექტურის სამსახურს ის ტერიტორია ჰქონდა ამოღებული, სადაც ცათამბჯენები უნდა აშენებულიყო. კანონდებლობით თუ ''რივიერა'' ისტორიულ ზონაში შევიდოდა, ის მაღლივი კორპუსები ვერ აშენდებოდა. მაშინ ორგანიზაციამ ლაშა კომახიძე ტყუილში და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. 

კულტმემკვიდრეობაზე მომუშავე ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ მერიის ეს ნაბიჯი გამიზნული იყო რივიერას სასარგებლოს, ეს კი მოქალაქეებს შეგნებულად დაუმალეს. ​''ბათომი'' ხაზგასმით ამბობდა, რომ მათთვის ამის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, ხარვეზი თავად აღმოაჩინეს. ლაშა კომახიძემ საზოგადოებას ''ბათომის'' ეს პროტესტი მერმა არაკომპეტენტურად მიიჩნია, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მომუშავე სპეციალისტებმა შეხვედრაზე თქვეს, რომ ზონის ამ ფორმით ცვლილება კვლევების გარეშე მიუღებელი იყო.  

მერიამ მუშაობა თავიდან დაიწყო. ლაშა კომახიძე ამბობდა, რომ უახლოეს პერიოდში მოხდებოდა დოკუმენტის განხილვა, ამ განცხადებას ის ეტაპობრივად აკეთებდა, თუმცა ზონის საკითხი დღემდე ღიად რჩება. 

ქალაქის არქიტექტურის სამსახურში თქვეს, რომ ისინი ისტორიული დაცვის ზონის პირვანდელი სახის დაბრუნებას არ აპირებდნენ, მუშაობდნენ ახალ ვერსიაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში