“გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია”-გრიგოლ ლილუაშვილი

16 ოქტომბერი 2019, 20:05 1275 ნახვა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დღეს ღია და დახურულ ფორმატში საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს.

ლილუაშვილი მთავრობამ ამ თანამდებობაზე მას შემდეგ წარადგინა, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. სხვათა შორის იგი 2016 წლის მოწვევის პარლამენტარიც იყო, მანამდე კი ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკსა” და “ქართუ ჯგუფში” მუშაობდა. მთავარი კითხვები დღეს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს, ტერორიზმს, ოკუპაციას და გახმაურებულ საქმეებს ეხებოდა.

ოპოზიციის მიერ პოლიტიკურ პოლიციად შეფასებულ სუს-ის შესაძლო უფროსს ჰკითხეს მუხთარლის საქმეზე, ასევე ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაზე და რაც მთავარია გავრილოვის ღამესა და გავრილოვის ვიზიტზე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში