"ბევრს აქვს სურვილი მთავრობის თავმჯდომარე ყოვლისშემძლედ წარმოაჩინოს" - თორნიკე რიჟვაძე ადვოკატის ბრალდებებზე

17 ოქტომბერი 2019, 15:06 3126 ნახვა

თორნიკე რიჟვაძის პოლიტიკური განცხადება და შესაძლო გავლენა სასამართლო გადაწყვტილებაზე.  მერიის მაღალჩინოსნების საქმის ერთ  ერთი ადვოკატის ბრალდებას მთავრობის თავმჯდომარემაც უპასუხა, შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრშიც.

მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე, ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ მოსამართლე დავით მამისეიშვილის გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა, ყოფილი მერი და კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი, ნახევრად პოლიტიკური უწოდა.

პაპიძეს  მოსამართლის კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარება, არ ფიქრობს, რომ  გადაწყვეტილება ვინმეს შეუთანხმა, თუმცა მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების განცხადებები, ირიბად გავლენას ახდენს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. 

საუბარია მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებაზე, რომელიც მერიის მაღალჩინოსნების გააკეთა - "ვაპირებ, რომ უახლოეს დღეებში საკადრო გადაწყვეტილებებით ავსახო სწორედ ის შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან, რომელსაც დავუდეთ საფუძველი" თქვა მთავრობის თავმჯდომარემ. 

განცხადებიდან ერთ თვეში კი, გიორგი ერმაკოვი და უწყების სხვა მაღალჩინოსნები დააკავეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში