გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნება

17 ოქტომბერი 2019, 20:02 1541 ნახვა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნება. სახელმწიფო დაცვის სამსახურში დამატებითი განმარტება არ გაკეთებულა, მაგრამ კანონში შესული ცვლილების თანახმად დაცვა იმ შემთხვევაში იხსნება, თუ  ყოფილი თანამდებობის პირის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

საფრთხეს ვერ ხედავს და პირიქით საზოგადოებისგან მის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებაზე საუბრობს გიორგი მარგველაშვილი, თუმცა ამბობს, რომ ეს ფაქტი პირადთან, ერთად პრეზიდენტის ინსტიტუტზე შურისძიებაა.  

მარგველაშვილის ფაქტორი და ერთი წლის წინ მიღებული საკანონმდებლო გადაწყვეტილება - რა მოხდება ირაკლი კობახიძის შემთხვევაში?

მოუხსნიან მასაც დაცვას, თუ ცვლილებას გადაავადებენ? ეს განხილვის და შესაძლო შერჩევითობის ახალი საგანია.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში