სირიაში ოპერაცია მაშინ დასრულდება, როცა ტერორისტები უსაფრთხოების ზონას დატოვებენ - თურქეთი

18 ოქტომბერი 2019, 10:39 1940 ნახვა

თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციას მაშინ დაასრულებს, როცა ტერორისტები უსაფრთხოების ზონას დატოვებენ, აცხადებს  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მევლუთ ჩავუშოღლუს  თქმით, სირიაში თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციის დროებით შეჩერება ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს.

გუშინ, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა  კი განაცხადა რომ თურქეთი სირიაში საომარ ოპერაციებს  120 საათით წყვეტს, რათა ქურთულ ძალებს შესაძლებლობა მიეცეთ, "უსაფრთხოების ზონა" დატოვონ.

გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს. თურქეთთან მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გამოეხმაურა  დონალდ ტრამპი, რომელმაც  თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში