„არ შეხედოთ გამჭვირვალობას, შეხედეთ რეალობას“ - რეალობა და 2020 წლის ბიუჯეტი

18 ოქტომბერი 2019, 20:07 1557 ნახვა

ბიუჯეტი 2020 - არჩევნებზე გათვლილი პროგრამები, თუ ზრუნვა სიღარიბის დასაძლევად - თემა დღეს აქტიური განხილვის საგანი იყო საქართველოს პარლამენტში. აღსანიშნავია, რომ პროექტი დოლარის მაღალ კურსზეა დაგეგმილი, რაც ასევე იწვევს კითხვებს.

ოპოზიციასა და მესამე სექტორში ამბობენ, რომ ბევრი კომპონენტი ნათლად მიუთითებს, რომ ბიუჯეტი მეტწილად არჩევნებზე და მთავრობის ინტერესებზეა მორგებული.

მმართველი გუნდი კი საპირისპიროს ამტკიცებს და ირწმუნება, რომ სოციალური მიმართულებების მთავარი მიზანი სიღარიბის დაძლევაა.

სიღარიბე, უმუშევრობა და არჩევნები - ვის ინტერესებს მოემსახურება მომავალი წლის ბიუჯეტი? კომიტეტის სხდომის მთავარი აქცენტები და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი მიგნებები

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში