"ესკალაციის საფრთხე არ არსებობს, სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ“- ვახტანგ გომელაური ატოცში ბორდერიზაციაზე

19 ოქტომბერი 2019, 16:21 2047 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სოფელ ატოცთან რუსული და ოსური მხარის წარმომადგენლები აგრძელებენ უკანონო ქმედებებს.

„უკანონო ქმედებებს ისევ და ისევ აგრძელებს რუსული და ოსური მხარე, ეს ერთი და იგივეა ჩემთვის. ეს რთულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს ერთი თვის წინ დაყენებულ ბოძებზე რკინის ცხაურების დაკვრა დაიწყეს. იქ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. გუშინ და გუშინწინ იყო განცხადებები, თითქოს ჩვენი სპეცდანიშნულების რაღაც ჯგუფები, დაზვერვითი ჯგუფები გადადიან იქ, ზვერავდნენ, რაც აბსურდია. არანაირი ჩვენი სადაზვერო და სპეცდანიშნულების რაზმის ჯგუფების გადასვლას არ აპირებდნენ. პირიქით, მათ რამდენიმე ხნის წინ დაარღვიეს და გადმოვიდნენ ჩვენს მხარეს. დღევანდელ ქმედებებზე უსაფრთხოების სამსახურმა საქმის კურსში ჩააყენა ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს არანაირად, სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ“, – განაცხადა გომელაურმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში