უკანონო ბორდერიზაცია, პრემიერი ქარელში და აქტივისტების მოთხოვნა

19 ოქტომბერი 2019, 18:25 2356 ნახვა

ეს არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის, „ბორდერიზაციის“ გაგრძელება, რაც დაწყებულია - ეს განცხადება, პრემიერმა გორში გააკეთა.  დილით სოფელ ატოცთან, რუსი სამხედროები გამოჩნდნენ და უკანონო სამუშაოები გააგრძელეს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ქართული სადაზვერვო ჯგუფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა.

განცხადებები გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სახელმწიფო სტრუქტურები რუსეთს, დესტრუქციული ქმედებების შეწყვეტისკენ, საერთაშორისო პარტნიორებს კი დახმარებისკენ მოუწოდებს. საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებს, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით აშუქებენ ჟურნალისტები.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში