მოძრაობა „სირცხვილია“ სოლიდარობის აქციას გამართავს

20 ოქტომბერი 2019, 12:21 1506 ნახვა

დღეს, კახეთში  შეიკრიბებიან მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" წევრები და თელავის ცენტრალურ მოედანზე, მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ორგანიზატორების თქმით, ისინი 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ და სამოქალაქო მოძრაობის მიზნებზე ისაუბრებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა თქვა,  თელავის მერიას მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით, წერილობითი სახით ამცნო, რომ 20 ოქტომბერს ერეკლე მეფის ძეგლის მიმდებარედ საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმებოდა.

პასუხად გიგა მაქარაშვილმა მიიღო შეტყობინება, რომ თელავის მერია „სირცხვილიას“ აქციის გამართვის უფლებას არ აძლევს.მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" მსგავსი აქციების გამართვას ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში