ოკუპაციასთან შერიგებას არავინ აპირებს, ვაპირებთ საზოგადოების შერიგებას, რომელიც საოკუპაციო ხაზით არის გაყოფილი - ციხელაშვილი 

21 ოქტომბერი 2019, 11:39 1389 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანა მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, მუდმივი პროვოკაციის ფონზე ცხოვრობს. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოკუპაციასთან შერიგებას არავინ აპირებს.

''ვაპირებთ საზოგადოების შერიგებას, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზით არის გაყოფილი. ჩვენი ქვეყანა არ არის სტანდარტულ, ნორმალურ ვითარებაში. მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ, როგორიც მაგალითად ბოლო ეპიზოდი იყო ატოცში. ამიტომ ძალიან მაღალი  პასუხისმგებლობა და დიდი გონიერება გვმართებს. მუდმივი მოქმედება, პროაქტიურიპოლიტიკა იმისთვის, რომ საბოლოოდ მივაღწიოთ წარმატებას, ჩვენი მიზნისკენ სწრაფვაში. ეა რაის ქვეყნის გაერთიანება'' - უთხრა ჟურნალისტებს ქეთევან ციხელაშვილმა.   

კითხვაზე რატომ განახლდა და გააქტიურდა ბორდერიზაცია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი ეპიზოდები დაძაბულობის შექმნაზე არის გათვლილი.

''კითხვაზე რატომ გააქტიურდა? პასუხი ზუსტად ისეთივეა, როგორიც იყო გუგუთიანთკარის  შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს საოკუპაციო ძალასთან საქმე. მუდმივი პროვოკაციები და ასეთი ეპიზოდები გათვლილია იმაზე, რომ  დაძაბულობა შექმნას და ჩვენ კალაპოტიდან ამოვვარდეთ, ამიტომ უნდა გავაკეთოთ საპირისპირო. ამ ფონზე ძალინ დიდი ყურადღებით უნდა მოვახდინოთ რეაგირება. ამის პარალელურად არ უნდა შევაფერხოთ ჩვენი განვითარების კურსი, არ გადავუხვიოთ დემოკრატიული რეფორმების გზას'' - განაცხადა მინისტრმა.  

საქართველოს პარლამენტში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში