''მოვედით იმისთვის, რომ გიორგი გახარიას შევუქმნათ დისკომფორტი'' - აქცია ფორუმის პარალელურად

22 ოქტომბერი 2019, 10:10 1834 ნახვა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის'' პარალელურად სირცხვილიას აქცია იმართება. ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრთან აქტივისტები პლაკატებით მივიდნენ: ''ქართული ოცნება რუსეთის სამსახურში'', ''რუსული ოცნება the end 2020'', ''ქართული ოცნება'' = რუსულ ოცნებას. 

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ასე ქვეყნის პრემიერ მინისტრს დისკომფორტს უქმნიან.

''ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ გიორგი გახარიას შევუქმნათ დისკომფორტი. ჩვენ შევპირდით მას და მთლიანად მთავრობას, რომ ყველგან მივიდოდით, სადაც იქნებოდნენ. ვიხმაურებდით და შევუქმნიდით დისკომფორტს, არ შევარცენდით ასე უბრალოდ 20 ივნისის ღამეს'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ​თამთა გოგოლაძემ.

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ტარდება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში