აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმში 60 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს

22 ოქტომბერი 2019, 12:19 1216 ნახვა

„აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თბილისში მიდმინარეობს“, 60 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი 2015 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მთავრობებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს აძლევს მაღალი დონის დიალოგის და მრავალმხრივი შეხვედრების შესაძლებლობას. წლევანდელი ორდღიანი ფორუმის მონაწილეები საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე იმსჯელებენ.

ფორუმის'' პარალელურად სირცხვილიას აქცია იმართება. აქტივისტები პლაკატებით მივიდნენ: ''ქართული ოცნება რუსეთის სამსახურში'', , ''ქართული ოცნება'' = რუსულ ოცნებას. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ასე ქვეყნის პრემიერ მინისტრს დისკომფორტს უქმნიან.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში