TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი აჭარის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება

22 ოქტომბერი 2019, 12:25 1466 ნახვა

ამ წუთებში  TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი  აჭარის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.   სულხან მესხიძემ  გამომძიებლებს მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი  ამბობს, რომ ოჯახის წევრს ემუქრებიან.

მესხიძე  სამართალდამცველებისგან დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვს.  საქმე ეხება  ღურტას საბავშვო ბაღის ყოფილ გამგეს , რომელიც ტელეკომპანიის მიერ მომზადებული  სიუჟეტის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში