ყველაზე ხმაურიანი და დაძაბული კომიტეტის სხდომა საქართველოს პარლამენტში

22 ოქტომბერი 2019, 20:02 1853 ნახვა

ყველაზე ხმაურიანი და დაძაბული კომიტეტის სხდომა საქართველოს პარლამენტში. არსებული კითხვებიდან გამომდინარე ალბათ მოსალოდნელიც იყო, რომ სწორედ ასეთი იქნებოდა გასაუბრება გიორგი მიქაუტაძესთან.

ე.წ. კლანის ჯგუფად მოაზრებული მიქაუტაძე ფიქრობს, რომ სასამართლოში არ არსებობს გავლენიანი ჯგუფი. არადა მას სწორედ ამ მიმართულებით დაუსვეს ბევრი შეკითხვა. უთხრეს რომ იგი სასამართლოში კი არა ციხეში უნდა იჯდეს. ამასთან, მმართველი გუნდის ოპონენტებმა მას მორალი და წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები შეახსენეს.

„მე აქ პოლიტიკური სადღეგრძელოების მოსასმენად ნამდვილად არ ვარ მოსული” - ეს კი დამოუკიდებელი დეპუტატების კრიტიკაზე მიქაუტაძის პასუხია. მას არც არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მოსწონს და ამბობს, რომ ამას მუქარად აღიქვამს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში