აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს შერჩეულ 2 კანდიდატს დეპუტატები კენჭს უყრიან

24 ოქტომბერი 2019, 12:00 1949 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭო, ხვალ, 25 ოქტომბერს, რიგგარეშე სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შერჩეულ  კანდიდატებს კენჭს უყრის.

ამ დროისთვის მხოლოდ 2 კანდიდატია წარდგენილი - სოსო სტურუა და თამილა დოლიძე "ქართული ოცნების  ფრაქციებმა" წარადგინეს. 

კანდიდატურები უნდა დაასახელონ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრებმა და უფრაქციო დეპუტატებმა.  ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი, რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, დღეს 2 საათზე კი ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში