ე.წ. უშიშროების კომიტეტი - ქართული უსაფრთხოების ძალები ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ

24 ოქტომბერი 2019, 12:13 1013 ნახვა

მუქარა საქართველოს მთავრობას ოკუპირებული ცხინვალიდან. „ქართველი პროვოკატორები არ წყვეტენ რევანშისტულ მისწრაფებებს და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე არასტაბილურობის კერას ქმნიან. საქართველოს სპეცსამსახურები კი ბოლო ორი თვის განმავლობაში დეზინფორმაციას ავრცელებენ და შეცდომაში შეჰყავს არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობა, არამედ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები,“   აცხადებს   ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსპიკერი.

ეკატერინა ბიაზროვა აცხადებს, რომ სოფელ წნელისთან განთავსებული უკანონო საგუშაგო და ქართული უსაფრთხოების ძალების მოქმედება საზღვარზე მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო საფრთხის რისკს და შესაძლოა, ღია შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში