დიანა ვაშაყმაძე და თამარ წილოსანი - დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მრჩეველთა საბჭოს კანდიდატები დაასახელეს

24 ოქტომბერი 2019, 14:28 3130 ნახვა

უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებად, დიანა ვაშაყმაძე და თამარ წილოსანი წარადგინეს.

პეტრე ზამბახიძემ არჩევანი თამარ წილოსანზე შეაჩერა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მუშაობს. გიორგი ცინცქილაძემ კი, დეპუტატებს დიანა ვაშაყმაძის კანდიდატურა შესთავაზა, ის მედია მენეჯმენტის მაგისტრია, ასევე ბიზნესტრენერი. 

აჭარის უმაღლესი საბჭო, ხვალ, 25 ოქტომბერს, რიგგარეშე სხდომაზე კანდიდატებს კენჭს უყრის. "ქართული ოცნების  ფრაქციებმა"  სოსო სტურუა და თამილა დოლიძე გუშინ, 23 ოქტომბერს, წარადგინეს. 

კანდიდატურა უნდა დაასახელოს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრებმაც.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებს ნატა იმედაიშვილსა და გიორგი ირემაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.  ბეჟან გობაძესა და ირაკლი დარცმელიძეს კი, ხუთ ნოემბრამდე. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში