დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადების შეფასებები

24 ოქტომბერი 2019, 15:27 1158 ნახვა

საქართველოს მთავრობაში პროვოკაციულ დეზინფორმაციად შეაფასეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადება, რომ ქართული მხარე „მასშტაბურ პროვოკაციას“ ამზადებს.სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის

ინფორმაციით, ჩორჩანის მიდამოებში განვითარებული მოვლენების გამო, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით დანიშნულია მორიგი ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც ქართული მხარე თავის პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერგნეთში რიგით მეექვსე ტექნიკური შეხვედრა სავარაუდოდ, 25 ოქტომბერს გაიმართება.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში