რატომ ვერ შეთანხმდა კურორტ გოდერძზე მოიალაღეებთან აჭარის მთავრობა?

24 ოქტომბერი 2019, 18:19 2684 ნახვა

ხულოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახელმწიფო მათ მიწებს საკუთრებაში მიზანმიმართულად არ უკანონებს, საუბარია საიალაღო მიწებზე, რომელიც კურორტ გოდერძის განაშენიანების პროექტში უდნა შევიდეს, მიწებს ადგილობრივები წლებია იყენებენ, მათი თქმით  სახელმწიფოს სურს მათ დაბალი საკომპენსაციო თანხები გადაუხადოს და სწორედ ამიტომ უქმნის მათ დაკანონებაში პრობლემებს.

დაკანონებული მიწის საბაზრო ღირებულება ერთ კვ. მეტრზე 10 ლარია, თვითნებურად დაკავებულის კი 6 ლარი  წინა წელს ამ მიზნით გამოყოფილი მილიონ ლარზე მეტი ფინანსთა სამინისტროში არ აუთვისებიათ, ფაქტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევად შეაფასა, ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ,რომ თანხის დარჩენის მიზეზი მოლაპარაკებაზე მოსახლეობის უარია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში