ამერიკული გემი წავიდა, ბათუმის პორტში კი ნატოს ორი გემი შემოდის

25 ოქტომბერი 2019, 10:44 1613 ნახვა

დღეს, 25 ოქტომბერს, ბათუმის ნავსადგურში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი შემოვა. მის შემადგენლობაში ორი გემი შედის. მომდევნო დღეების განმავლობაში შავ ზღვაზე წვრთნებია დაგეგმილი.

დახვედრის ცერემონიალი ბათუმის ნავსადგურში 12 საათზეა დაიწყება.

ნატოს გემების შემოსვლამდე, სამი დღის განმავლობაში, ბათუმში ამერიკული საზღვაო ხომალდი USS Porter-ი იმყოფებოდა, რომელმაც ბათუმის პორტი ცოტა ხნის წინ დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში