ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, იქნებ რაღაცა შევიდეს შენს თავში  - ემზარ კვიციანი გოცირიძეს

25 ოქტომბერი 2019, 16:07 2150 ნახვა

​ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, იქნებ რაღაც შევიდეს შენს თავში,- ამ სიტყვებით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს.  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლალი ფაფიაშვილს კვიციანმა კითხვა დაუსვა, მიიჩნევს თუ არა, რომ „2006 წელს, როდესაც შეიარაღებული ძალები დაძრა მაშინდელმა პრეზიდენტმა კოდორის მიმართულებით, დაირღვა კონსტიტუცია საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალის მიერ“

კვიციანის თქმით, საქართველოს დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც თავის პოლიტიკურ პარტიას დღემდე კარნახობს. 

კვიციანის ამ  განცხადებებს რომან გოცირიძის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა. „ემზარ, კინო გახსოვს? ის შავი კაცი ვინ იყო მაინც, „შერეკილებში” რომ არის?“

„შენ ამას ვერ გაიგებ, ის შავი კაცი ვინ იყო, რადგან შენ სამხედრო არ ხარ, არ დაგიცავს არასოდეს შენი სამშობლო. ამიტომ, ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი“, – მიმართა გოცირძეს კვიციანმა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში