პრესკონფრენცია კონცერტამდე ერთი დღით ადრე

26 ოქტომბერი 2019, 15:10 3711 ნახვა

ქართველი და უცხოელი შემსრულებლები ხვალ, ბათუმში, დრამატული ცენტრის სცენაზე, იტალიიდან მოწვეულ ალბერტო ვერონეზის დირიჟორობით ერთობლივ კონცერტს გამართავენ. სპეციალურად ამ დღისთვის ქალაქს, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ტენორი ზურაბ ზურაბიშვილი, და იტალიიდან კიდევ ერთი ქართველი შემსრულებელი ნინო ლეჟავა ეწვივნენ.

კლასიკური მუსიკის საღამო იტალიის ქალაქ პეზაროს, საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიისა და  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე იმართება. საღამო 19:00 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში