ინიციატივა და რეაქციები - ლუკ კოფის შეთავაზება

27 ოქტომბერი 2019, 20:30 1670 ნახვა

საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით  მიღების ავტორი, საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსი ლუკ კოფი, საქართველოსთან მიმართებით, კიდევ ერთი წინადადებით გამოდის, რომელიც ამერიკული არმიის იმ ნაწილების საქართველოში განთავსებას შეეხება, რომლებიც სირიას ტოვებენ.

კოფის ამ განცხადებამ,  ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში, ერთგვარი დაბნეულობა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ერთ რამეში ყველა თანხმდება, რუსული აგრესიის ფონზე-ამერიკელი სამხედროების საქართველოში ყოფნა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის  სასარგებლოა.  მთავარ კითხვა კი ახლა ის არის თუ ვის ეკუთვნის ეს ინიციატივა.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში