ამინდი - დღეს და ხვალ აჭარაში მზიანი ამინდია მოსალოდნელილი

28 ოქტომბერი 2019, 08:51 1443 ნახვა

დღეს და ხვალ აჭარაში მზიანი ამინდია მოსალოდნელილი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე მთიან ზოლში +21, +23 გრადუსი იქნება, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში.

ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია და კვლავ ნარჩუნდება შედარებით კომფორტულ ნიშნულზე, მზის ულტრაიისფერი ინდექსი კი დღეს ნიშნულით #5 იქნება, რაც ასევე ნორმის ფარგლებშია.

 28-29 ოქტომბერი: 

  • ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14 დღისით +21 გრადუსი.
  • ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15 დღისით +20
  • შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9 დღისით +19
  • ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8 დღისით +17
  • ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14 დღისით +19
  • გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +13

ფოტო: თემო მელიქიძე

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში