საქმიანობაში გამოკვეთილი ნაკლოვანებების გამო გათავისუფლდა - ტიტე არეშიძე მის მოადგილეზე

28 ოქტომბერი 2019, 13:48 3742 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე,  მამუკა თურმანიძე თანამდებობიდან  საქმიანობაში გამოკვეთილი ნაკლოვანებების გამო გათავისუფლდა - განცხადება ამის შესახებ აჭარის სოფლის მეორნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ გააკეთა. 

მინისტრის თქმით, მისი უფლებამოსილებაა მოადგილის დანიშვნაზეც და მოხსნაზეც წარდგინების გაკეთება. 

კონკრეტულად რა სახის ნაკლოვანებები გქონდა მამუკა თურმანიძეს, მინისტრი არ აკონკრეტებს, თუმცა ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ გადაცდომებს უარყოფს.

დატოვებს თუ არა სოფლის მეურნეობის მინისტრიც პოსტს, ტიტე აროშიძე არ გამორიცხავს არც მის წასვლას, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სამსახურიდან გაათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, აჭარის საზოგადოერბივმა მაუწყებელმა გაავრცელა. ინფორმაცია მამუკა თურმანიძემ დაადასტურა და თქვა, რომ სამსახურიდან გაშვების მიზეზი, გარკვეულ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობა იყო.

თურმანიძე წლებია სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს, ტიტე აროშიძის მინისტრად წარდგენის შემდეგ კი, პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში