"ექიმი რობოტი" საქართველოშია, რომელიც ჩივილების საფუძველზე დიაგნოზს ქართულად დაგისვამთ

28 ოქტომბერი 2019, 16:36 5322 ნახვა

საქართველოში ახალი "ექიმი რობოტი" ჩამოვიდა, ჭკვიან ​დანადგარს პაციენტების ჩივილებს აღქმა, ამ ინფორმაციის დამუშავება, პირველად დიაგნოზს დასმა და პაციენტისთვის კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებზე მიმართულების მიცემა შეუძლია -  ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აპარატი მსოფლიო პრაქტიკაში გამოიყენება, თუმცა ის საქართველოში პირველად ჩამოიტანეს და თანაც ქართულ ენაზე დააპროგრამეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ​ტელემედიცინის სახელით ცნობილი დანადგარი, შედეგებს ხმოვანი სიგნალის დახმარებით, ქართულად გაგაცნობთ. 

მოწყობილობას აქვს შესაძლებლობა გაზომოს ადამიანის, სიმაღლე, წონა, სხეულის მასის ინდექსი, ჟანგბადის კონცენტრაცია, გლუკოზის, შარდმჟავას, ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, შეუძლია ორგანიზმში ცხიმიანობის ხარისხის დადგენა, სხეულის ტემპერატურის და სისხლის წნევის გაზომვა. ამავდროულად შეუძლია თვალის ფსკერის, ყელის, ყურის, პირის ღრუს დიაგნოსტირება.

ვიდეო ზარის საშუალებით, ოჯახის ექიმთან მყოფი პაციენტს შეეძლება, ვიდეო ზარის საშუალებით კონსულტაცია და დიაგნოსტირება ექიმ-სპეციალისტისგან მიიღოს.

ტექნოლოგიის, რეალური ფოტო დღევანდელი პრეზენტაციიდან. 

,,ეს ტექნოლოგია, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დასავლეთის ქვეყნებში,  დღეიდან ის საქართველოს მედიცინის ახალი მიმართულებაა, პირველადი ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრი, შთამბეჭდავი შესაძლებლობებით. ის ადამიანს ბევრად დამოუკიდებელს ხდის საკუთარი ჯანმრთელობის მართვაში, მისი საშუალებით, მარტივად, უმოკლეს დროში, შეგვიძლია სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა," -  ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

ტექნოლოგია საქართველოს მაშტაბით, მომავალი წლიდან 25 სხვადასხვა ობიექტზე ეტაპობრივად დამონტაჟდება. 

ამავდროულად დაგეგმილია პაციენტებისთვის ელექტრონული ბარათის შემოღებაც, რაზეც  პაციენტის სრული სამედიცინო ისტორია იქნება შენახული და მისი წაკითხვა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას შეეძლება.

ელექტრონულ ბარათის საშუალებით, მოქალაქეს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია: სადაზღვევო სტატუსის, პაკეტის და დაფინანსების შესახებ, ბარათის უსაფრთხოებასა და დაცულობაზე სამინისტრო იზრუნებს. 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში