აჭარაში, ოჯახებში 74 ქალზე და 9 კაცზე იძალადეს - ერთი თვის სტატისტიკა

29 ოქტომბერი 2019, 13:00 2458 ნახვა

2019 წელს, მხოლოდ სექტემბერში,  ოჯახში ძალადობის ფაქტზე სულ 665 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ძალადობაში მონაწილე  სულ 1253 პირი იყო.  30 დღეში ყველაზე მეტი 326  შემაკავებელი ორდერი კი თბილისში გამოიცა. მას აჭარა მოსდევს - 88 შემაკავებელი ორდერით.

აჭარაში გამოვლენილი ოჯახში ძალადობის ფაქტებიდან 74 შემთხვევაში მსხვერპლი ქალი, 9 შემთხვევაში კი, კაცი იყო. რაც შეეხება მოძალადეებს, 67 შემთხვევაში მოძალადე იყო კაცი, 11-ში კი ქალი.

ძალადობის სახეების მიხედვით, აჭარაში ყველაზე ხშირად ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას - დაფიქსირდა 79 შემთხვევა. მეორე ადგილზეა ფიზიკური ძალადობა 20 ფაქტით. იძულებას ადგილი კი ადგილი ორჯერ ჰქონდა. 

საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობაში მონაწილე 1253 პირიდან,  92 შემთხვევაში მსხვერპლი იყო კაცი, 547 შემთხვევაში კი ქალი. 498 შემთხვევაში ოჯახის წევრებზე კაცი ძალადობა, 116 შემთხვევაში კი ქალი. 

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ადგილია აქვს ფსიქოლოგიურ ძალადობას - 619 ფაქტი, მას მოსდევს ფიზიკური ძალადობა 137 შემთხვევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში