ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში 22 სასტუმროს და 9 აბანოს ყიდულობს

29 ოქტომბერი 2019, 18:19 2145 ნახვა

„ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავზე იღებს იმ გამოწვევებს, რისი დაძლევაც სახელმწიფოს უჭირს“ - ასე ეხმაურება უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი  აპირებს შეიძინოს 9 აბანო, ასევე 22 სასტუმრო, რომელთაგანაც სახელმწიფოს 15 ეკუთვნის.

ასევე კერძო სასტუმროები, უფუნქციო ძველი  და ყოფილი სანატორიუმები. „წყალტუბოსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის ტყუილი, რომელსაც არავინ „ჭამს“ - ამბობს რომან გოცირიძე. თუმცა უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ თუ ეს დაპირება დარჩება შეუსრულებელი ქართულ ოცნებას ეს ბუმერანგივით დაუბრუნდება.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში