ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში სასტუმროების შეძენას გეგმავს

29 ოქტომბერი 2019, 20:08 1637 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა კიდევ ერთი კურორტის მფლობელი გახდეს. აბასთუმნის შემდეგ მილიარდელს ინტერესი წყალტუბოს მიმართ გაუჩნდა. „აბა ვეცეთ გავანადგუროთ ან ვეცადოთ არ გავანადგუროთ წყალტუბო“ - ასე გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ივანიშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც იგი აპირებს გამოისყიდოს წყალტუბოში არსებული ყველა სასტუმრო და აბანო. „კეთილშობილებით შენიღბული რეკეტი“ - ეს კი ბიზნესმენის და ლელოს დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის შეფასებაა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით კი მთავრობას ქუთაისის აეროპორტის განვითარება, რომ არ შეეფერხებინა, ინფრასტრუქტურა ამ რეგიონში თავისით განვითარდებოდა.

ფულის წყალტუბოში ინვესტირება და ლიდერის ქველმოქმედებად შეფასებული ინიციატივა ტრადიციულად მოსწონთ „ქართულ ოცნებაში.“

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში