ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ - გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე 

30 ოქტომბერი 2019, 12:02 1589 ნახვა

არ შემდგარა, ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ - ვერ წარმომიდგენია, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა ვინმემ საერთოდ განიხილოს“, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

რაც შეეხება მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას, როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ამაზე განცხადება გენერალურმა პროკურორმა გააკეთა.

„ძალიან მოკლედ გეტყვით ამ კითხვაზე პასუხს. უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი და ვფიქრობ, მთელი საქართველო. ვერ წარმომიდგენია, ეს თემა ვინმემ საერთოდ განიხილოს, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა. არ შემდგარა, ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ და რა ვერსია უნდა მოგიყვეთ. გამოძიებაზე გააკეთა გენერალურმა პროკურორმა განცხადება, თქვა, რომ არ ვაპირებთ გამოძიების დაწყებასო. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს სიმძიმეს, დანაშაული არის თუ არ არის. შსს-ც რომ საქმეს აღძრავს, გამოძიების დაწყებას პროკურატურას უთანხმებს, ანუ ზედამხედველია. პროკურორმა თქვა, განცხადება გააკეთა და მე რატომ მეკითხებით?“ - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში