უხვმა ნალექმა ბათუმში  ჭავჭავაძის, აღმაშენებლის, ინასარიძის და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩები დატბორა

30 ოქტომბერი 2019, 15:20 2557 ნახვა

უხვმა ნალექმა ბათუმში  ჭავჭავაძის, აღმაშენებლის, ინასარიძის და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩები დატბორა.  წყალი შევიდა 20 მეტ საცხოვრებელ სახლში, მაღაზიებსა და სალონებში.  დაზიანდა ტექნიკა და რბილი ავეჯი.  

ნალექის გამო დაიტბორა მანქანებიც, მაგალითად აღამაშენებლის ქუჩაზე, მძღოლები ყვებიან, რომ ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე შემთხვევა და მთავრობას დახმარებას თხოვენ. მერიაში განმარტავენ, რომ წვიმისას დატბორილი ქუჩების პრობლემა იქნება იქამდე,  ვიდრე ქალაქის ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგდება. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში