თვითმავალი ტაქსი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება

30 ოქტომბერი 2019, 17:37 2457 ნახვა

ჩინური კომპანია Pony.ai-მ ექსპერიმენტის საფუძველზე, კალიფორნიის ქალაქ ირვაინში თვითმავალი ტაქსის სერვისს აამოქმედებს და ქალაქში  10 თვითმავალი ავტომობილი იმოძრავებს. 

საავარიო საშიშროების არიდების მიზნით საჭესთან მძღოლი იქნება, თუმცა მისი ჩარევა მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში გახდება საჭირო. 

მგზავრებს ტაქსით გადაადგილების დროს თანხის გადახდა არ მოუწევთ. მოქალაქეებს სერვისით, უფასოდ სარგებლობა 2019 წლის 4 ნოემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე შეეძლებათ. ტაქსის გამოძახება მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი. 

 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში