ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე  სამი პირი დააკავეს

31 ოქტომბერი 2019, 11:06 1740 ნახვა

ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე  სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაუკავშირდნენ პირობითი გამოსაცდელი ვადის ქვეშ მყოფ პირს, რომელსაც ჰქონდა შეზღუდვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით. ბრალდებულებმა იგი დაარწმუნეს, რომ საზღვრის პატრულ-ინსპექტორზე თანხის გადახდის სანაცვლოდ მას შეეძლო შეუფერხებლად გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

ბრალდებულებმა მოქალაქეს გამოართვეს 5 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც მან,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 და 332-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში