ბათუმის ბულვარი გარემოსდაცვითი განათლების ფონდის წევრი ორგანიზაცია გახდა

31 ოქტომბერი 2019, 12:40 1167 ნახვა

ბათუმის ბულვარი გარემოსდაცვითი განათლების ფონდის ოფიციალური წევრი გახდა. პარტნიორული წევრობა ბათუმის ბულვარს საშუალებას მისცემს იყოს საქართველოში ლურჯი დროშის პროგრამის განხორციელების პასუხისმგებელი უწყება.

პროექტის ფარგლებში, ბათუმის ძველ ბულვარში ერთი ლოკაცია უკვე შერჩეულია, რომელიც ითვალისწინებს, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას და ადაპტირებული გარემოს შექმნას, სადაც სრულად იქნება დაცული ბულვარის ავთენტური სახე და მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება.

ბათუმი ბულვარი პასუხისმგებელი იქნება საქართველოში ლურჯი დროშის პროგრამის განხორციელების პროცესზე, დაევალება ლურჯი დროშის რეგიონული კომიტეტის შექმნა, ასევე პროექტის განხორციელების პროცესში სხვადასხვა მოთხოვნის შესრულება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში