საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს პერიოდში ანკარაში გაიმართება

31 ოქტომბერი 2019, 18:56 1639 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწვევით, თბილისს გაზაფხულზე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა შეგვიძლია, სავაჭრო ბრუნვა უახლოესი წლების განმავლობაში გავაორმაგოთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თურქეთში ვიზიტის ფარგლებში.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ გახარიასთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იყო უსაფრთხოების სფერო, ორმხრივი თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები. პრემიერის თურქეთში ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს პერიოდში ანკარაში გაიმართება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში