რა სამუშაო გასწია მე-8 მოწვევის პარლამენტმა?

07 სექტემბერი 2016, 00:00 2790 ნახვა

მერვე მოწვევის პარლამენტმა ჯამში 1 505 კანონპროექტი, 8 განცხადება, 5 რეზოლუცია, 2 დეკლარაცია და ერთი მიმართვა  მიიღო. ჩატარდა 231 პლენალური სხდომა, 62-რიგარეშე, 10 კი ჩავარდა. მიღებული კანონპროქტებიდან 865 მთავრობის, 440-დეპუტატების და 177-კომიტეტების ინიცირებულია. ლიდერი იურიდიული კომიტეტია, რომელმაც 95 კანონპროექტი მოამზადა, 30 კანონით მას მოსდევს ჯანდაცვის კომიტეტი. რაც შეეხება ბეჯით და ზარმაც დეპუტატებს: ლიდერობს დავით ონოფრიშვილი-38 კანონით, ირაკლი სესიაშვილი-კი 22-ით. გაცდენების სიის ლიდერი ნაციონალური მოძრაბის დეპუტატები არიან: კობა ნაყოფიამ 231 სხდომიდან 179 გააცდინა, რამაზ ნიკოლეიშვილმა კი 174. ქართული ოცნებიდან ყველაზე მეტი გაცდება თედო ჯაფარიძეს აქვს.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში