პრემიერ მინისტრი კათოლიკოს-პატრიარს ხვდება

01 ნოემბერი 2019, 11:40 1979 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი  კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ხვდება. გიორგი გახარია საპატრიარქოში რამდენიმე წუთი წინ მივიდა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მედია და პრესსამსახურები იმყოფებიან.

საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმსახურება შეუჩერეს. ასევე სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან შუამდგომლობის გადაწყვეტილებაც მიიღო. 

რაც შეეხება მეუფე იაკობს, მან შენდობა ითხოვა და სტატუსი შეუნარჩუნდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში