„ასეთი „ფეიკნიუსები" ხალხის შეცდომაში შეყვანის და პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა"-პრეზიდენტის ადმინისტრაცია

02 ნოემბერი 2019, 15:17 1240 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებულ "ფეიკნიუსი" უარყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინფორმაციას  იმის თაობაზე, თითქოს პრეზიდენტი მამალაძეს გიორგობას, 23 ნოემბერს შეიწყალებდა სიცრუეს უწოდებენ.

„ასეთი „ფეიკნიუსები" ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა",- აღნიშნავენ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში