„როიტერსის“ ცნობით, მეკობრეებმა ქართველი მეზღვაური მძევლად აიყვანეს

04 ნოემბერი 2019, 20:20 3945 ნახვა

ეს წუთია გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან თავს დაესხნენ ბერძნულ ტანკერს, რომელზეც ქართველი მეზღვაურიც იმყოფება. „როიტერსის“ ცნობით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ტყვედაა აყვანილი ეკიპაჟის 4 წევრი მათ შორის  ერთი ქართველი, ერთი ბერძენი და ორი ფილიპინელია. „როიტერსი“ წერს, რომ თავდასხმას გასროლაც მოჰყვა.


ბერძნული მედიასაშაულებების და საბერძნეთის საზღვაო ძალების ცნობით დაჭრილია გემის ერთი მცველი. ინფორმაცია უკვე გადაამოწმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, სააგენტოში ამბობენ, რომ ტყვედ აყვანილ მეზღვაურებს შორის ერთი მართლაც საქართველოს მოქალაქეა. მათივე ცნობით უკვე ჩაყენებულია საქმის კურსში საგარეო საქმეთა სამინისტრო და მიმდინარეობს მუშაობა, იმისთვის რომ უსაფრთხოდ დაიხსნან მეზღვაური.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით ისინი უკვე აქტიურ კომუნიკაციაში არიან მეზღვაურის ოჯახთანაც. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში