ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

04 ნოემბერი 2019, 20:15 1548 ნახვა

ყველაფერს ყიდის და არაფერს იტოვებს, პოლიტიკაში მოსვლითაც ქველმოქმედებას ეწევა და მოგებას არაფერში ნახულობს - ეს ბიძინა ივანიშვილია ბიძინა ივანიშვილზე. ასე ისაუბრა საკუთარ თავზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გამოცემა „ანტრეპრენერთან“ ინტერვიუში -  მილიარდელი ირწმუნება, რომ საქართველოში მოგებაზე არასდროს უმუშავია და კომერციული მიმართულება მხოლოდ „ბანკ ქართუს“ ჰქონდა, ისიც მისივე შეფასებით მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ საჭირო იყო საბანკო სექტორისთვის დახმარება. არ აპირებს წყალტუბოდან მოგების მიღებას და აპირებს შეკვეთილში არსებული სასტუმრო „პარაგრაფის“ გაყიდვას.  

არადა ცნობისთვის, Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით, მხოლოდ წელს ზაფხულამდე ივანიშვილის ქონება 375 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.  ამავე მონაცემებით ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში დააგროვა. ქონების ზრდის მეორე ტალღა კი 2012 წელს ემთხვევა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში