დღეს პარლამენტში უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესების მსურველ ნინო ქადაგიძეს მოუსმინეს

04 ნოემბერი 2019, 20:00 1214 ნახვა

დღეს პარლამენტში უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესების მსურველ ნინო ქადაგიძეს მოუსმინეს. იგი იმ 10-კაციან სიაშიც იყო, რომელსაც გასულ წელს სკანდალი და უმრავლესობაში განხეთქილება მოჰყვა.

ისევე როგორც სხვა კანდიდატებს, ქადაგიძესაც ჰკითხეს დღეს იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს სასამართლო პოლიტიზირებული? მოსამართლე ამბობს, რომ "შეუძლებელია სასამართლო ყოფილიყო აბსოლუტურად თავისუფალი".

თუმცა ირწმუნება, რომ მოსამართლეობის 18-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მას პირადად არანაირი ზეწოლა არ უგრძნია ხელისუფლების რომელიმე შტოს მხრიდან. მას დღეს რა თქმა უნდა შეახსენეს წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში